სტუმარი

XX საუკუნის არქიტექტურა

  XXსაუკუნის არქიტექტორებმა უარყვეს ტრადიციული სტილი და შექმნეს ახალი, თანამედროვე, საზოგადოებისთვის მისაღები ეფექტური დიზაინი.1960–იან წლებში ეს სტილი გარდაიქმნა ე.წ ,,პოსტმოდერნიზმად". არქიტექტურული რეფორმების გამტარებლებმა მიზნად დაისახეს უბრალო, პრაქტიკული ნაგებობების შექმნა, რომლებსაც ფორმას ახალი ტექნოლოგიის მიხედვით მიანიჭებდნენ. ტექნოლოგიურმა განვითარებამ შემოიღო არმატურის წარმოების სპეციალური მეთოდი და მშენებლობაში დაიწყო გამაგრებული ბეტონის და მასობრივი წარმოების მინის გამოყენება. ასეთმა მასალების შექმნამ საფიძველი ჩაუყარა ცათამბრჯენების შექმნას. პირველი ცათამბრჯენი იყო უილიამ დე ბარონ ჯენის, რომელიც  1885 წელს  ჩიკაგოში აშენდა.  შემდგომ ელექტროლიფტის გამოგონებამ მაღალსართულიანი შენობების შექმნა ბევრად პრაქტიკული გახადა.
   ჩიკაგოსი რადიკალური არქიტექტურა განვითარდა, რომელის საუკეთესო წარმომადგენელი გახლდათ ლია ლუის სალივანი(1856–1924).  ის იყენებდა სწორხაზოვან ფუნქციომალიზმს და თანამედროვე მოდერნის სტილის ელემნტებს, რომელიც მოიცავს, რთულ, ფერებით მდიდარ დეკორაციებსა და ექსტრავაგანტულ ფორმებს. განსაკუთრებით ხშირად მოდერნის სტილი იყენებს ჭედად თუჯს.  მან 1899წელს ჩიკაგოში ააშენა ცნობილი უნივერმაღის შენობა ,,Carson, Pirie and Scott Department Store". მას ფართო, ჰორიზონტალური ფანჯრები და თეთრი გარეკედლები ჰქონდა. მოგვიანებით, იგი მთელს ამერიკაშინ ცათამბრჯენებისათვის მისაბაძი მოდელი გახდა.
   არქიტექტურული ნამუშევრები იმ დროისათვის ძირითადად წარმოადგენდნენ არმატურისა და მინის კონსტეუქციით შექმნილ ნამუშევრებს. ამასთან დაკავშირებით ვენის არქიტექტორმა და ტეორეტიკოსმა, ადოლფ ლუზმა განაცხადა, რომ ,,ორნამენტი დანაშაულია" და ამით ყველაზე ექსტრემალური ფორმით გამოხატა საკუთარი შეხედულება, რაც შემდგომში ტიპიური გახდა ,, მოდერნისტული მოძრაობისათვის", რომლის განვითარებაც დასავლეთ ევროპაში დაიწყო 1920–იან წლებში. ამ საქმის პიონერები იყვნენ, ნიდერლანდელი,, დე სტაილის" ჯგუფი, რომელიც 1917 წელს შეიქმნა. მათ მიერ შექმნილი შენობები, ძირითადად, კუბის ფორმის იყო, სწორი ზედაპირითა და სახურავით, ხოლო გარედან , თეთრად ან წამყვან ფერებად იღებებოდა.
   მსგავს მოსაზრებას იზიარებდა შვედი არქიტექტორი ჩარლზ ედუარდ ჟანერე, რომელიც ლე კორბიზიეს სახელითაა ცნობილი(1887–1966). მან მოდერნისტული მოძრაობის კონცეფცია წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც შენობები თავისუფალი უნდა ყოფილიყო ორნამენტებისგან და ტრადიციული ელემენტებისგან. აგრეთვე, შემცირებული უნდა ყოფილიყო საწყის გეოგრაფიულ ფორმებამდე. 1930 წელს ლე კორბუზიე მუშაობდა ქალაქის დაგეგმარების პრობლემაზე. მან სივრცის ნაკლებობისა და ზრდადი მოსახლეობის პრობლება მრავალსართულიანი სახლების მშენებლობით გადაწყვიტა. მოგვიანებით ამ იდეის ზეგავლენით შენობა აიგო.
    ამასობაში აშშ არქიტექტურაში რამდენიმე თაობის განმავლობაში წამყვანი ფიგურა იყო ფრანკ ლოიდ რაითი(1867–1959), მან თავისი ორიგინალური სტილი შექმნა. მან თავის შენობებში გამოკვეთა კომპარტმენტალიზაცია , სივრცობლივი დაყოფა. მან შექმნა ღია ინტერიერი და მოსპო ბარიერი საცხოვრებელ სივრცესა და ლანდშაპტს შორის. რაითი ერთამნეთში აზავებდა ზუსტ პროპორციებში ჩასმულ მინისა და ლითონს. ასევე, ბრონზსა და ძირითადად ყავისფერ ფერებს. ორივე ნიშანი, ხანგამძლე მოდას ეკუთვნის.
   1932წელს მოდერნისტული სტილი,  თითქმის მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი და საერთაშორისო სტილად გადაიქცა, მაგრამ ის სრულყოფილი ჯერ კიდევ არ იყო. შეუღებავმა ბეტონის კედლებმა და ტექნიკურმა დეფექტებმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი აზრით, არქიტექტურის ეს სტილი ცივი, ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი იყო. მასობრივად აშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები მაცხოვრებლებს ერთმანეთას აშორებდა. 1970 წელს ზოგიერთი თანამედროვე არქიტექტურის ყოფილი პრიზიორი ნიმუში უარყოფილი იქნა და განადგურდა კიდეც. დღევანდელ საზოგადოებას არ შეუძლია ქარხნული, დიდი მაშტაბის შენობების გარეშე ცხოვრება. მაგრამ, პოსტმოდერნიზმის არქიტექტურა საზოგადოებისთვის მუფრო მისაღებია, მეტი სიახლოვისა  და მეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად. ზოგიერთმა არქიტექტორმა მთლიანად უარყო მოდერნიზმი და კლასიციზმს მიუბრუნდა. სხვებმა თავიანთ ნამუშევრებში მოახდინეს კლასიკური და ტრადიციული სტილის შერწყმა. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა მაღაზიების ქსელის განვითარებაში, რომლის ფანტაზიით სავსე ექსპრესიული მიმართულება გასართობ ელემენტებსაც მოიცავს და დასავლეთის საზოგადოების მომხმარებლებს ადვილად იზიდავს.
    XXსაუკუნეში შექმნილი ნიმუშებიდან აღსანიშნავია, პარიზის ეიფელის კოშკი, ბაუჰაუზის სკოლის ნაგებობა, გერმანიაში, რონჩამპის ეკლესია, სამეფო საფესტივალო დარბაზი, ინგლისში, სიდნეის ოპერის შენობა...