სტუმარი

არტ–დეკო

არტ-დეკო (აკრონიმი ფრანგ.: Exposition Internationale des Arts Décoratifs et Industriels Modernes) გახლდათ ადრეული მე-20 საუკუნის მიმდინარეობა დეკორაციულ ხელოვნებაში, რომელმაც ასევე ზეგავლენა იქონია იმდროინდელ არქიტექტურაზე, მოდასა და ვიზუალურ ხელოვნებაზე.



არტ-დეკოს სტილის ქიმი კრაისლერის შენობაზე ნიუ-იორკში

მიმდინარეობა [რედაქტირება]

არტ-დეკომ სახელი 1925 წელს პარიზში ჩატარებული მსოფლიო ექსპოზიციიდან — Exposition Internationale des Arts Décoratifs et Industriels Modernes (თანამედროვე ტექნიკისა და დეკორაციული ხელოვნები საერთაშორისო ექსპოზიცია) ისესხა, სადაც გამოფენილი იყო ფრანგული ფუფუნების საგნები და რომელიც გაიმართა მეტწილად მსოფლიოს დასარწმუნებლად იმაში, რომ პარიზი კვლავაც რჩებოდა სტილის საერთაშორისო ცენტრად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. მიუხედავად ამისა, არტ-დეკოს ისტორია ამ ექსპოზიციით არ დაწყებულა; ეს წამყვანი სტილი იყო ევროპაში ადრეულ 1920-იან წლებში, ხოლო აშშ-ში კი მხოლოდ 1928 წელს შეაღწია, სადაც მან სწრაფად მოახდინა ტრანსფორმაცია ე.წ. "სტრიმლაინ მოდერნში" 1930-იან წლებში — დეკადა, რომელთანაც დღეს ამერიკულ არტ-დეკოს მჭიდროდ უკავშირებენ.
პარიზი რჩებოდა უმაღლესი არტ-ტეკოს დიზაინის ცენტრად, რომლის ეპიტომიად ჟაკ-ემილ ფულმანის ავეჯი მიიჩნევა (ეს იყო ყველაზე კარგად ცნობილი არტ-ტეკო ავეჯის დიზაინერი და შესაძლოა ბოლოც კი ტრადიციულ პარიზულ ებენისტთა შორის); ასევე ჟან-ჟაკ რატო, სიუ-ე-მარის ფირმა, ეილენ გრეის პანოები, ედგარ ბრანდტის ლითონის ნამუშევრები, ჟან დიუნანის ჭედურობა და ლაქირებული ნამუშევრები, რენე ლალიკისა და მორის მარინოს მინა, კარტიეს საათები და სამკაულები.
ტერმინს არტ-დეკო ვრცელი გამოყენება თავიდანვე არ მიუღია და მხოლოდ 1960-იან წლებში მიმდინარეობის ისტორიის გადახედვის შემდეგ დამკვიდრდა. მისი მიმდევრები შეთანხმებულად არ მუშაობდნენ. ეს სტილი უფრო ეკლექტიურად მიიჩნევა და მასზე გავლენას მრავალ წყაროს მიაწერენ, მათ შორის:
  • ადრეული ნამუშევრები ვინერ ვერკშტეტეს მიერ; ფუნქციონალური ინდუსტრიული დიზაინი;
  • აფრიკის, ეგვიპტისა ან აცტეკური მექსიკის პრიმიტიული ხელოვნება;
  • ძველი ეგვიპტური სკულპტურა და თიხის დიზაინი ნაკლებად ნატურალისტური „არქაული პერიოდიდან“;
  • ლეონ ბაკსტის თეატრალური გაფორმება და კოსტიუმები დიაგილევის რუსული ბალეტისთვის (Ballets Russes)
  • დეკორაციული კუბიზმისა და ფუტურიზმის დანაწევრებული, კრისტალიზებული ფორმა
  • ფოვიზმის ფერთა გამა
  • ნეოკლასიციზმის უკიდურესი ფორმები: ბულე, შინკელი
  • ყველაფერი რაც ჯაზთან, ჯაზის ერასა და ჯაზურთან ასოცირდება;
  • ცხოველური მოტივები და ფორმები; ტროპიკული ფოლიაჟი; ზიგურატი, კრისტალი; სტილიზებული შადრევნების მოტივები;
  • მანქანური ერის ტექნოლოგია, როგორიცაა რადიო და ცათამბჯენი.
Art-deco

არტ-დეკოს სტილის ყველაზე ცნობილი არქიტექტორები:

(Ernest Cormier)
(Raymond Hood)
(,,. Le Corbusier)
(William van Alen)
(Wirt C. Rowland)
(Joseph Sunlight)
(Pablo Antonio)
(Ralph Walker)
(Ely Jacques Kahn)



Art-deco
Chrysler Building in New York, built 1928–1930


Art-deco

   არტ–დეკოს სტილს თავისი ორიგინალობის გამო ბევრი შენობების ასაშენებლად იყენებდნენ , რადგან ამით  საზოგადოების ყურადღებას იქცევდნენ. მას ეფექტურობა, ორიგინალობა ახასიათებს.
    არტ–ეკოს ნამუშევრებიდან განსაკუთრებით ცნობილია–ჰუვერის ქარხანა, ლონდონში, ,,Universal Pictures"–ის მბრუნავი მინის ბურთი...