სტუმარი

XIX საუკუნის არქიტექტურა

XVIIIსაუკუნის დასასრულსა და  XIXსაუკუნის დასაწყისში ევროპელი და ამერიკელი არქიტექტორების შთაგონების წყაროს კლასიკური სტილი წარმოადგენდა, რის შედეგადაც დაიბადა ,,ნეოკლასიზმი". ეს სტილი ანტიკური და აღორძინების ეპოქებისადმი ლტოლვის ნამდვილი გამოხატულებაა.
  ,,ნეოკლასიზმის"  დამკვიდრებისას ბრიტანეთს სამი გამოჩენილი არქიტექტორი ჰყავდა–რობერტ ადამი, ჯონ ნეში, სერ ჯონ სოული. ისინი  ორიგინალობითა და ინდივიდუალიზმით გამოირჩეოდნენ.
     რობერტ ადამი(1728–92) ნეოკლასიზმის ყველაზე ადრეული წარმომადგენელი იყო. მან ნეოკლასიზმს დაატყო ანტიკური და ეტრუსკული დიზაინის გავლენა. ასევე მან დაამკვიდრა ამ სტილში ნათელი და ფერები და ელეგანტური სტილი. მისი საშუალებით დაინერგა სახლების დიზაინის გარე ფასადის ბათქაშის შელესვა. მეტი გრაციოზულობა შესძინა მან ნეოკლასიზმს, რადგან რკინას ძალიან ხშირად იყენებდა.
    ჯონ ნეშის(1752–1835)  სახელი პრინც რეგენტისთვის შექმნილ ბრწყინვალე ნაგებობას უკავშირდება. მისი სასახლე ჰინდუს სტილით ააგო და გამოიყენა, როგორც ინდური, ისე მუსლიმანური არქიტექტურის ელემენტები. მასვე ეკუთვნის თეთრად მოპირკეთებული ტერასების შემოტანა.
    სერ ჯონ სოუნი(1753–1837) ნეოკლასიზმში ამკვიდრებს ანტიკურ ბერძნულ სტილს. ასევე , არქიტექტურული ფორმის ოსტატურად მართვასა და სინათლის, ჩრდილისა და მოცულობის ურთიერთჰარმონიას.
    ნეოკლასიზმში არანაკლებ მნიშვნელოვანია ფრანგი არქიტექტორების როლი. მაგალითად, კლოდ ნიკოლას ლედუა(1736–1806) ,რომელიც ამკვიდრებს მოდერნისტულ ნიმუშებს.
   რაც შეეხება გერმანიას, იქ მეტად დასამახსოვრებელი პიროვნება ნეოკლასიზმში გახლდათ კარლ ფრიდნიხ შინკელი(1781– 1814) , რომელიც ნეოკლასიზმს ზედმეტი ორნამენტებისგან ათავისუფლებს. ასევე შემოაქვს რომანტიული სულისკვეთება.
   ამერიკის შეერთებულ შტატებში ნეოკლასიზმი ევროპულსტილზე იყო დამყარებული. გაჩნდა პრიმიტიული, მიამიტი დეკორაციები.
    ნეოკლასიზმის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია:სამეფო პავილიონი , ბრაიტონში, რეჯენტ–პარკი, ლონდონში, კაპიტოლიუმი, ვაშინგტონში, ნაპოლეონისადმი მიძღვნილი ტრიუმფალური თაღი, საფრანგეთში...