საქართველოს არქიტექტურა თავისებურია, განიცდის აღმოსავლური და დასავლური კულტურების ზეგავლენას, მაგრამ ამავე დროს თვითმყოფადიცაა. ძ.წ. 3-4 საუკუნიდან მოყოლებული შემონახულია უძველესი ნაგებობები: ციხესიმაგრეები, საკულტო და სასახლე შენობები. კლდეში ნაკვეთი ქალაქები და ქრისტიანული ტაძრები.
თბილისის არქიტექტურა. თბილისი ვიწრო ზოლად მდინარე მტკვრის გასწვრივ, მთის ფერდობებზეა განლაგებული. ქალაქის ცენტრალური რაიონების მთავარი მაგისტრალები, შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის გამზირები მდინარე მტკვრის გასწვრივ მიემართებიან. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქის ძველი შუაგული – ძველი თბილისი ვიწრო ქუჩებით, რომელსაც შუასაუკუნეების ნაგებობათა მახასიათებლები შეუნარჩუნებია. ორ-სამ სართულიანი აგურის სახლები ჩუქურთმიანი ხის გადახურული აივნებით შემკობილი (ძირითადად XIX ს. ოცდაათიან-სამოციანი წლები) _ აქ კლასიციზმის ელემენტები ადგილობრივ არქიტექტურულ ფორმებთან თავისებურადაა შერწყმული. ძველ თბილისშია ნარიყალას ნახევრად დანგრეული ციტადელი (მისი უძველესი ნაწილი IV ს., ხოლო შედარებით გვიანდელი _ XVI_XVII ს.ს.). ანჩისხატის ქვის ეკლესია (VI ს., მისი ზედა ნაწილი და თაღები XVI ს.), მეტეხის ეკლესია (1278_1293 წ.წ.), სიონის ტაძარი (VI_VII ს.ს. გვიანდელ პერიოდში არა ერთხელ გადაკეთებული), როსტომ მეფის აბანოები (XVII ს). XIX საუკუნიდან აღმოცენდა ეგრეთ წოდებული ახალი თბილისი (თანამედროვე ქალაქის ცენტრი) ქუჩების სწორკუთხა ქსელითა და კლასიცისტური სტილის შენობებით. XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში აშენებულია მრავალი საცხოვრებელი (მათ შორის საბჭოთა პერიოდის არქიტექტურა) სახლი, ადმინისტრაციული თუ საზოგადოებრივი შენობა, სადაც დროდადრო ქართული ხუროთმოძღვრების ეროვნული ფორმებია გამოყენებული.
საქართველოს არქიტექტურა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემონახულია მრავალრიცხოვანი ისტორიული ხუროთმოძღვრული ძეგლი. ბრინჯაოსა და ადრეული რკინის პერიოდებს განეკუთვნება ყორღანები ბედიანში, სამთავროსა და სამგორში. ამავე ხანისაა აფხაზეთის დოლმენები; ძ.წ. IV_III და ჩ.წ. I საუკუნეებს განეკუთვნება ძველი დედაქალაქის, მცხეთის აკროპოლისი და ვანის ნაქალაქარი ცხიხესიმაგრეებით, სასახლეებითა და საკულტო ნაგებობებით; აგრეთვე უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქი. ცნობილია მრავალრიცხოვანი ადრექრისტიანული ტაძრები, რომელთა უმრავლესობა ხუროთმოძღვრული ძეგლია: ბოლნისის სიონი (V ს.) ბოლნისის ახლოს, ნინოწმინდა (VI ს.) თბილისიდან 40_45Kკმ.-ის დაშორებით. ჯვარი (VI საუკუნის დასასრული და VII საუკუნის დასაწყისი) ქალაქ მცხეთის მახლობლად. ატენის სიონი (VII ს.) ატენში, წრომი (VII ს.) ხაშურთან ახლოს. საინტერესოა ურბნისის, თბილისის ანჩისხატის, ჯავახეთის წყაროსთავის, ვაზისუბნის დავითიანის, ხაშმის ბაზილიკები (V_VI სს), ასევე პატარა დმანისის და ნეკრესის ბაზილიკები (VI_VIII სს), ვაჩნაძიანი (IX ს.). სამხრეთ საქართველოს მონასტრები უფრო ფერწერული და, ამავე დროს, კომპოზიციურად მკაფიოა (X_XI სს). კუმურდო, ბაგრატი, ალავერდი, მცხეთის სვეტიცხოველი, სამთავისი (გორიდან 30 კილომეტრის დაშორებით) ნიკორწმინდა (ამბროლაურთან ახლოს), მოქვი, ბიჭვინთა (პიცუნდა) გელათის მონასტერი (XII ს.) ქუთაისთან ახლოს _ ესენია საქართველოს გრანდიოზული ტაძრები. მრავალფეროვანი დეკორითაა შემკობილი XII_XIII ს.ს. ეკლესიები: სოფელ დაბაში (ბორჯომის რაიონი), ბეთანია, ფიტარეთი (თეთრიწყარო), ქვათახევი (კასპის რაიონი). შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსები: დავით გარეჯის (სოფელ უდაბნოსთან, დაფუძნებულია VI ს., აყვავების პერიოდი XI_XIII ს.ს.) და ვარძია (XII_XIII საუკუნეები). ყინწვისი (ქარელთან ახლოს) _ შუასაუკუნეების სამონასტრო ანსაბლი წმინდა ნიკოლოზის ტაძარი (XII_XIII ს.ს.) XIII და XV_XVI საუკუნეების ფრესკებით, ღვთისმშობლის ტაძრის ნანგრევები (XIII ს.) და სხვა ნაგებობები]. XIV_XVIII საუკუნეებიდან შემორჩენილია გრემის პატარა ქალაქი (XVI ს.), ტაძრები, მონასტრები, სასახლეები, კოშკები (მათ შორის ანანური, XVI_XVII ს.ს). ციხე-სიმაგრეები მიუვალ ადგილებშია აგებული. საქართველოში ბევრი საინტერესო ტურისტული ობიექტია.