არქიტექტურა არის სფერო, რომელიც ყველას ეხება და ამიტომაც ყველას აღელვებს. არ არსებობს თითქმის არცთ ერთი არქიტექტურული გადაწყვეტა, რომლის მიმართაც საზოგადოება ცალსახად მოწონებით ან ცალსახად კრიტიკულად არ განეწყობა.
ყველა არქიტექტურულ ფორმას აქვს რამდენიმე პრიორიტეტი–მოხერხებულობა,ნიმუშის იერ–სახე,გარემოსთან შეხამებულია, შესაბამის აურას ქმნის და ასე შემდეგ.
არასწორი არქიტექტურული დაგეგმარება იწვევს საერთო იერ–სახის დამახინჯებას ,მოუხერხებელია და ასე შემდეგ.
სწორი არქიტექტურული გადაწყვეტის ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს ,მაგალითად, ვახტანგ გორგასლის ძეგლი თბილისში,მეტეხის პლატოზე,ფუნიკულიორის კომპლექსი თბილისშივე(იმავე მაგალითებზე შესაძლოა, გამსხვავებული მოსაზრება გქონდეთ).
პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა დახვეწილი პროექტებია, მათ შესაქმნელად კი საჭიროა, ერთი მხრივ, კარგი სპეციალისტები და შემოქმედებითი გარემო, მეორე მხრივ, ტენდერები, კონკურსები, დისკუსიები საზოგადოებასთან , რომელთა დროსაც უამრავი კომპეტენტური აზრი გამოითქმება.
საქართველოს რამდენიმე დიდი ქალაქი(თბილისი, ბათუმი...)დღეს ახალმშენებლობათა ბუმმა მოიცვა. ძველი ბარაკებისა და ,,ხრუშჩოვკების" ადგილს ცალკეულ უბნებში ახალი საცხოვრებელი, სასტუმრო თუ საოფისე ობიექტები, არქიტექტურული და საინჟინრო ნაგებობები იჭერს, ჩვეულებრივი ამბავი გახდა ადგილობრივ პროექტებში უცხოელი არქიტექტორების მონაწილეობა.