სტუმარი

გოტიკური სტილის არქიტექტურა

გოტიკური არქიტექტურა (ანუ francigenum opus), არქიტექტურული სტილი შუა საუკუნეების ევროპაში. ამ სტილით იყო აშენებული ამ პერიოდის რელიგიური და საერო ძეგლები და მაღალი კლასის საცხოვრებლები. დღეისთვის ეს სტილი ყველაზე თვალსაჩინოდ ტაძრებიშია წარმოდგენილი.
გოტიკური არქიტექტურა დაიბადა ილ დე ფრანსში XII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო მთელს ევროპაში XVI საუკუნის შუა ხანებამდე, იმ დრომდე, სანამ იტალიური რენესანსის გავლენით ნეოკლასიკური სტილი განვითარდა.
სიტყვა "გოტიკური" ამ არქიტექტურულ სტილს მოგვიანებით ეწოდა და თავდაპირველად დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო. "გოტიკური" ხელოვნება იყო გუთების, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. თუმცა დღესითვის ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ხელოვნება არ იყო რომაულ სტილს მოწყვეტილი და როგორც არქიტექტურული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.
ბოვეს ტაძარი

ისტორიული კონტექსტი

პირველი გოტიკური ნაგებობები გაჩნდა 1130-1150 წლებში ილ დე ფრანსის ტერიტორიაზე. ამიტომ ამ სტილს მაშინ ლათინურად francigenum opus-ს ანუ "ფრანგული წარმოშობის ხელოვნებას" უწოდებდნენ. კაპეტინგების მეფობის პერიოდში გოტიკური არქიტექტურა განასკუთრებით პოპულარული გახდა. ამ პერიოდში მოსახლეობის დემოგრაფიული გაზრდა მოითხოვდა რელიგიური ნაგებობების გაფართოებას, რადგან დიდი იყო მორწმუნეთა რიცხვი. ამავე პერიოდში ვითარდება ქალაქები და ვაჭრობა, რაც იწვევს ახალი სოციალური კლასის, მდიდარი ბურჟუაზიის აღმოცენებას.

პირველი ნაგებობა, რომელიც რომაულ სტილს საგრძნობლად სცილდება, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გოთური არქიტექტურით აგებული, არის სენ-დენისის სააბატო.
გოტიკური სტილის გავრცელების საფუძველი გახდა ჩრდილოეთ საფრანგეთის საეპისკოპოოებს შორის კონკურენცია: ყოველ ეპისკოპოსს სურდა უფრო ლამაზი და დიდი ტაძარი, ვიდრე მის მეზობელს ჰქონდა. ამგვარად განვითარდა ახალი სტილი ჯერ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, შემდეგ კი დასავლეთ ევროპაში, ყველა ქვეყანაში თავისებური ნიუანსებით
სენ-მარი დე ლუბეკის ეკლესია

გოთიკურ სტილშია ისეთი ცნობილი ისტორიული და კულტურული ძეგლები, როგორიცაა
მაგალითად ცნობილი ნოტერ დამის საკათედრო ტაძარი, რომელიც პარიზის ერთ-ერთი სიმბოლოა.

გოთიკური არქიტექტურა


ასევე ველის საკათედრო ტაძარი, ინგლისში, კერძოდ სომერსეტში, რომელიც გამოირჩევა ტურისტების სიმრავლით.

გოთიკური არქიტექტურა


გერმანიის ერთ-ერთი მშვენება Neuschwanstein-ის სასახლეც ასევე გოთიკური სტილის ულამაზესი ნაგებობაა.

გოთიკური არქიტექტურა



გოთიკური არქიტექტურა


გოთიკურ არქიტექტურას შევხვდებით იტალიაშიც, მილანში, დუომოს საკათედრო ტაძარი.

გოთიკური არქიტექტურა



გოთიკური არქიტექტურა


ბოსტონში( ამერიკა ) არის კოლეჯი, რომელიც გოთიკურ სტილშია აგებული.

გოთიკური არქიტექტურა






ლუი მეცხრის პირადი სამლოცველო, პარიზი.



გოთიკური არქიტექტურა


Westminster Abbey, ლონდონი




გოთიკური არქიტექტურა


ამიენსის საკათედრო ტაძრის უნიკალური ჩუქურთმა, საფრანგეთი.



გოთიკური არქიტექტურა



გოთიკური არქიტექტურა


გოტიკა წარმოადგენდა პირველ ნამდვილ ორიგინალურ არქიტექტურულ სტილს.ეს სტილი ამპარტავნობისა და ღვთისმოშიშობის მთავარ გამოხატულებას წარმოადგენს.
 XIIსაუკუნის საფრანგეთში გამოჩნდა ტაძარი, რომლის კოსკის შპილები ისე მაღლა იყო აღმართული,რომ გეგონებოდა სამოთხემდე აღწევსო. გოტიკური სტილის ნაგებობები ნაკლებად მასიურია, მისთვის დამახასიათებელია სიმაღლე და ნათელი ფერები.გოტიკური სტილი ახალი ტექნიკური აღმოცენებიტ გამოირჩევა.მაგალითად მან დაამკვიდრა ისრული თაღ–კამარები, რაც მეტი სიმაღლის ეფექტს ტოვებს. ეს სტილი განსაკუთრებულია, რადგან მყარი და ამავდროულად მოქნილია, ყველა გრადუსის დაქანებას ეწყობა. გოტიკის ყველაზე დიდი მიყწევა გახლდათ ის, რომ ნაგებობის სიმძიმე და ქვის წყობის სიმტკიცე გარკვეულ წერტილებზე იყო კონცენტრირებული და თუ ეს წერტილები სწორად იყო შერჩეული, მაშინ სტრუქტურის დანარჩენ ნაწილებს აღარ სჭირდებოდათ განსაკუთრებული საყრდენი. ტაძრის კონსტრუქციის ჩონჩხს ნახევარსვეტები კონისაგან შედგენილი ბოძები, მათზე დაყრდნობილი თაღები და დიაგონალურად უთიერთგადამკვეთი ნერვიურები შეადგენენ. ამ სტილის შემდეგი დახვეწა გახლდათ არკბუტანები. შენობის გარე კედელზე აშენებდნენ ნახევარრკალის ფორმის ქვის თაღს. არკბუტანის მთავარი როლი გახლავთ ის რომ ტაძრის მთავარ ნავს უფრო ამაღლებს და სარკმელს ბევრად ზრდის.
   გოტიკური სტილის არქიტექტურულ ნიმუშებს წარმოადგენს,  უელსის, ლინკოლნისა და სოლზბერის საკათედრო ტაძარი ინგლისში და კიდევ უამრავი ნაგებობა.